სასწავლო პრექტი

ჩემი სასწავლო პროექტია- ეროზია და სოფლის მეურნეობა.

პროექტის  მთავარი იდეა(თემა)-ეროზიის უარუოფითი გავლენა საქართველოს სოფლის მეურნეობაზე. მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ ინფორმაცია ეროზიის სახეებზე ,გამომწვევ მიზეზებზე.




პროექტის აქტუალობა-მოსწავლეები მოიზიებენ ინფორმაციას ეროზიის წარმოშობის შესახებ,გაეცნობიან სხვადასხვა სახის ეროზიას,ადამიანის საქმიანობის უარყოფით როლს.ყურადღებას მიაქცევენ პრევენციის საშვალებებს.




მიზანი-მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა- ძიებისა ურთიერთ თანამშრომლობის უნარი, გამოიყენებენ ისტ-ის საშვალებებს ინფორმაციის მოძიების ,დამუშავების,შენახვისა და გამოქვეყნებისთვის.ჩაატარებენ გამოკითხვას ადგილობრივ მოსახლეობასთან. დასახავენ ეროზიის.პრობლემის გადაჭრის გზებს.



მონაწილეთა ასაკი-15 წელი

ვადები ხანგრძლივობა-სამი თვე

მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას-მოსწავლეები გაიგებენ ეროზიის სავალალო როლზე სოფლის მეურნეობაში.გამოაქვეყნებენ ფოტომასალებს, ინფორმაციებს ბლოგზე. შექმნიან მარტივ რუკას.




პროექტისთვის საჭირო რესურსები-ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი,რუკები, პროექტორი,ლიტერატურა.



პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)-პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.ჯგუფებად დაყოფა,თითოეული ჯგუფისთვის დავალებების განაწილება, პერიოდული მონიტორინგი შესრულებულ სამუშაოებზე. პირველ ჯგუფს მიეცა დავალება შეისწავლონ ქარისმიერი ეროზია.  მოსწავლეები  ჩაატარებენ კვლევას მიმდებარე  სოფლის მოსახლეობაში,კვლევის შედეგების დამუშავების შედეგად დადგენენ რომ, ქარსაცავი ზოლების გაჩეხვის შემდეგ, თანდათანობით შამცირდა მოსავლის რაოდენობა, მოიმატა ქარიან დღეთა რიცხვმა, გაიზარდა ქარის სიძლიერე.  მეორე ჯგუფს მიეცა დავალება შეისწავლონ წყლისმიერი ეროზიის უარყოფითი როლი სოფლის მეურნეობაში.  ჩაატარებენ კვლევას. კლევის შედეგად დადგენენ რომ, წყლისმიერი ეროზია ანადგურებს არა მარტო სოფლის მეურნეობის  მოსავალს, არამედ იწვევს მეწყერს.პროექტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეები დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს. კერძოდ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბუნების დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით გააშენებენ ახალ ქარსაცავ ზოლს. .პროექტის დასრულების შემდეგ პრეზენტაცია. შექმნიან სლაიდ შოუს.მოსწავლეები დასახავავენ გადაჭრის გზებს ეროზიისაგან საქართველოს სოფლის მეურნეობის დასაცავად.




საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ე.ს.გ. კავშირში-გეო.lX.5მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები.
. აღწერს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს: კლასის წინაშე წარმოადგენს კვლევის შედეგებს:

პროექტის ხელ-ლი მასწავლებელი-მზია დუმბაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა-mdumbadze62@gmail.com

პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგიhttps://mziadumbadze2018.blogspot.com/









No comments:

Post a Comment